მთავარი გვერდი
 დავით წინასწარმეტყველი
 ეკლესიის ხედები
 ხატები და ფრესკები
 დავითის საფლავი
 დავითის შტო
 ეკლესიის ისტორია
 საქართველოს მეფეები
 საქართველოს შესახებ
 

 
Russian        English    

biginodari@yahoo.com

წმ.მეფე დავით წინასწარმეტყველის ტაძარი

          
 

ეკლესიის ისტორია 

 

    დავით წინასწარმეტყველის (დავით მეფსალმუნეს) სახელობის ეკლესია აშენებულია უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II –ს ლოცვა-კურთხევით.

    ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1997 წლის მაისში გიორგობის დღეს და დასრულდა 2001 წლის მაისის გიორგობის დღეს.

    ეკლესია აიგო ტრაგიკულად დაღუპული ყრმა გიორგი ჩხოლარიას სულის მოსახსენიებლად. მშენებლობა მთლიანად დააფინანსა გიორგის ჩხოლარიას მშობლებმა. არქიტექტორი რევაზ ჯანაშია .

    საძირკველი იკურთხა დეკანოზების თევდორე (ამბროლაძის ) და ტარიელ (სიკინჭელაშვილის ) მიერ

    ეკლესიის მშენებლობაზე ძირიდადათ გამოყენებულია ნიჩბისის ქვა. ასევე ბოდბეს, ბოლნისისა და ჭოგნარის ადგილობრივი ქვები. ეკლესის მოხატვა დააფინანსა საქართველოს საპატრიარქომ. ხატმწერი ლაშა კინწურაშვილი

    დღევანდელი დღისთვის დავით მეფსალმუნის სახელობის ეკლესია ერთადერთია მსოფლიოში საპატრიარქოს თაოსნობით მიმდებარე ორ ქუჩას დაერქვა დავით მეფსალმუნის და სოლომონ ბრძენის ქუჩა