მთავარი გვერდი
 დავით წინასწარმეტყველი
 ეკლესიის ხედები
 ხატები და ფრესკები
 დავითის საფლავი
 დავითის შტო
 ეკლესიის ისტორია
 საქართველოს მეფეები
 საქართველოს შესახებ
 

 
Russian        English    

biginodari@yahoo.com

წმ.მეფე დავით წინასწარმეტყველის ტაძარი

          
 

   მინდა მეფე წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის,იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი იუდას ტომის შთამომავლის ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე,გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ. წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას “ზეთითა ცხებულისა მისისათა”.

    წმინდა დავითი იყო ”კაცი... გულისხმისმყოფელი, მხნე ბრძოლასა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყვთა და კეთილ საქმითა” (1 მეფ. 16,18) ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა საასრგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმინდანი. ამან საული შურით აღავსო. მან დავითისადმი მტრობა ჩაიდო გულში და იმ დროიდან მოყოლებული მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს ნეტარს.უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა ყოველივეს მას ორჯერ შეეძლო მოეკლა დაუძინებელი მტერი,მაგრამ ხელი არ აღმართა მასზე: “არა მივყო ხელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა,რამეთუ ცხებული უფლისა არს ესე”(1 მეფ.24,11)საულისა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ დავითი ისრაელის სამხრეთ ნაწილის მეფედ დაადგინეს.მას შემდეგ კი,რაც საულის მეორე ვაჟი მოკლეს, იგი მთელი სამეფოს მმართველი შეიქმნა. წმინდანმა ააშენა ახალი დედაქალაქი იერუსალიმი(‘სახლი მშვიდობისა”),აქ ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. თავად მეფე სიმღერითა და ცეკვით მიაცილებდა სიწმინდეს.

    .დავითს სურდა,მოძრავი კარვის ნაცვლად ტაძარი აეგო უფლისათვის,მაგრამ ზეგარდამო ეუწყა რომ ამ სურვილის ასრულება მას არ ეწერა-იგი მის ძეს უნდა განეხორციელებინა.

    ბოლოს წმინდა დავითის ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ: მან ერთი ჰურიის პირმშვენიერი მეუღლე შეირთო ცოლად,თავად ურია კი ბრძოლაში მოაკვლევინა.ამ დაცემისთვის იგი მწარედ დაისაჯა:სამოელ წინასწარმეტყველმა ამცნო ,რომ ბერსამესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდებოდა. ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმინდანმა სწორედ ამ დროს შექმნა თავისი 50 ე ფსალმუნი:”მიწყალე მე ღმერთო..”

    ერთი შვილის სიკვდილით არ დამთავრებულა წმინდა მეფის უბედურება: ამის შემდეგ მეორე ძე აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისის ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა.დავითმა არ ისურვა შვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა,ერთი კი ითხოვა არ მოეკლათ,დაენდოთ აბესალომი.დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს,მაგრამ სათხოვარი ვერ შეასრულეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი. დავით მეფემ ორმოცი წელი იმეფა.კეთილმსახური და მართალი ცხოვრების,სიმდაბლის,მოთმინებისა და ურყევი სასოებისთვის წმინდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისთვიხ მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა ნეტარს ,საყდრის ურყევობა,კურთხევა ,თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო,რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა.

    წმინდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთის სულიერი ფსალმუნი.

    ცნობილია,რომ როცა იგი ამ საგალობლებს ქნარზე ამღერებდა,ეშმაკისაგან ქენჯნილ საულს ეშმაკი განეშორებოდა.ბასილი დიდი ფსალმუნთა წიგნზე წერდა: იგი “წინასწარმეტყველებს მომავალზე და შეგვახსენებს ისტორიასაც,იძლევა ცხოვრების კანონებს და რჩევას საქმეთა კეთებისას.კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც სწრაფ არჩენს,სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს.საერთოდ რამდენადაც ეს შესაძლებელიაანადგურებს ვნებებს,რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ”. დავით მეფე მშვიდობით მიიცვალა.

    სიკვდილის წინ მან ტახტი თავის შვილს სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი.