მთავარი გვერდი
 დავით წინასწარმეტყველი
 ეკლესიის ხედები
 ხატები და ფრესკები
 დავითის საფლავი
 დავითის შტო
 ეკლესიის ისტორია
 საქართველოს მეფეები
 საქართველოს შესახებ
 

 
Russian        English    

biginodari@yahoo.com

წმ.მეფე დავით წინასწარმეტყველის ტაძარი

          
 

საქართველოს მეფეები

 

http://www.georgianweb.com/history/geo/kings.html

აგრატიონთა საგვარეულო გერბს ‘კვართიან-დავითიანთი’ ეწოდება.

ვართი უფლისა,რომელიც სვეტიცხოველშია დავანებული, სიმბოლოა ქრისტეს ეკლესიის ერთიანობისა, ხოლო დავითის ქნარი და შურდული ბაგრატიონთა სახელოვანი წინაპრის, ბიბლიური დავითის ფსალმუნთგალობასა და გოლიათის დამარცხებას მოგვაგონებს.

მრთის საიდუმლო განგებულებით დავითის შთამომავლები,რომლებიც ამავე დროს ღმრთისმშობლის ხორციელნი ნათესავები იყვნენ, საქართველოში დამკვიდრდნენ და ქვეყნის ხელმწიფებაც მათ ჩაბარდათ. ალბათ ამაშიც გამოვლინდა საქართველოს წილხვედრობა ღმრთისმშობლისადმი, რადგან დავითის შტოდან გამოვიდა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრიტე და დავითის შტოდან მიეცათ ქართველებს ხელმწიფე.

ასწაულებრივი ძალა ჰქონდა ღირსი მამის გრიგოლ ხანცთელის ლოცვას. რომელმაც აშოტ კურაპალატი,მეფე საქართველოსი,ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი,ასე დალოცა:

ავით წინასწარმეტყველისა და ფლისა ,მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო!.. არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე!.’’

ა მართლაც ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს ტახტი მონარქიის გაუქმებამდე ბაგრატიონებს ეპყრათ თითქმის უწყვეტად 10 საუკუნის განმავლობაში. კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ დინასტიას არ უმეფია ამდენ ხანს რამდენ ხანსაც იმეფეს ბაგრატიონებმა.

ისინი პირნათლად აღასრულებდნენ სამეფო მოვალეობის სახარების მიერ დადგინებულ წესს: “რამთუ არა ცუდად ხრმალ აბს:რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათვის შურის მაძიებელ ბოროტის მოქმედთათვს”.